ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კოვიდ ინფიცირებული ერთი
ახალი პაციენტი დაემატა. 52 წლის კაცი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. მას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და თბილისის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. როგორც ქუთაისის ინფექციურში აცხადებენ, პაციენტი გერმანიიდან 8 ივნისს ჩამოვიდა და საკარანტინე სივრცეში ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ინფექციურში მოათავსეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის ქუთაისში გადმოყვანა მისი სურვილით მოხდა, რადგან ის წარმოშობით ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა. მათივე ინფორმაციით, 52 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას თანმხლები დაავადებები არ აქვს.
კლინიკაში ამ დროისთვის 4 პაციენტია მოთავსებული.
ქუთაისის ინფექციურში ჯამში 41 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე