აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების კუთხის მოწყობა იგეგმება.
ამის შესახებ უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამულო ბუჭუხიშვილმა განაცხადა. სასწავლებელში ამ ეტაპზე გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების საკითხების საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგვის პროცესი მიმდინარეობს.
,,სულ ახლახან გვქონდა საუბარი გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან რომელმაც შემოგვთავაზა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნას კუთხე, რომელიც ბავშვთა უფლებების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს. ეს იქნება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხე და ჩვენი უნივერსიტეტი იქნება პირველი, სადაც ეს მოეწყობა.”- განაცხადა მამულო ბუჭუხიშვილმა.
ბავშვთა უფლებების საკითხების დანერგვა სასწავლო პროცესში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტში ბიზნესისს, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და პედაგოგიურ ფაკულტეტზე მიმდინარეობს.