ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში ტრანსპორტის განყოფილება გაუქმდა. ის ეკონომიკის განყოფილებასთან გაერთიანდა. განყოფილების ფუნქციები ახლადშექმნილ შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიასა” და გაერთიანებულ ეკონომიკის განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაზე გადანაწილდა. ასევე, გაუქმდა ტრანსპორტის განყოფილების უფროსის პოსტიც. ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი კი “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის” დირექტორად დაინიშნა.
რაც შეეხება განყოფილების თანამშრომლებს, ისინი მუშაობას გაერთიანებულ ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაში გააგრძელებენ.
საკითხს მხარი დეპუტატებმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს.
შეგახსენებთ, შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა დაანონსდა. მარტიდან ქალაქში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე