“დაველოდოთ პროექტირებას”- ასე უპასუხა ქუთაისის მერმა ახალი სოციალური

საცხოვრისის პროექტირებისათვის გამოცხადებული ტენდერის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს. გიორგი ჭიღვარია არ აკონკრეტებს, ვისთვის აპირებს ქუთაისის მერია გუგუნავას ქუჩაზე ახალი ფართის გარემონტებას- შენობაში გადმოიყვანს ნიკეას საცხოვრისის ბენეფიციარებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, თუ სხვა ბენეფიციარებს შეასახლებს. ქალაქის მერმა უპასუხოდ დატოვა კითხვაც, თუ რამდენ ადამიანზე იქნება გათვლილი ახალი საცხოვრისი. 

“დაველოდოთ პროექტირებას. ვნახოთ რა შესაძლებლობები და საჭიროებები აქვს შენობას. კანონიდან გამომდინარე, ქალაქს აქვს ვალდებულება, რომ ჰქონდეს სოციალური საცხოვრისი. იმდენი, რისი შესაძლებლობაც აქვს ქალაქს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

ქუთაისის მერიამ გუგუნავას 12-ში არსებული შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მითითებულია, რომ რეაბილიტაცია საერთო საცხოვრისის მოწყობის მიზნით იგეგმება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარია. წინადადებების მიღება 8 თებერვალს იწყება და 11 თებერვალს სრულდება. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *