ქუთაისის მერიის იურიდიულ განყოფილებას შტატგარეშე თანამშრომელი დაემატა.

როგორც მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე ამბობს, ახალი თანამშრომელი მერიის ააიპებთან და შპს-ებთან ურთიერთობას ჩაიბარებს. გიორგაძე განმარტავს, რომ შტატის დამატების საჭიროება ააიპებისა და შპს-ების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

“თანამშრომლების დამატება გამოიწვია იმან, რომ შეიქმნა რამდენიმე ახალი ააიპი და შპს. მათ სჭირდებათ იურიდიული მომსახურება. იურიდიულ განყოფილებაში ამჟამად არის 7 იურისტი, რომელთა რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მერიის ყველა სამსახურსა და ააიპებსა თუ შპს-ებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაცია და მოამზადოს დოკუმენტები,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *