მესხიშვილის თეატრში მაყურებელი მორიგ პრემიერას ,,ბრემენელ მუსიკოსებს” შესთავაზებს. სპექტაკლი
ამავე სახელწოდების მულტფილმის მიხედვით დაიდგა.
სახედარი, ძაღლი, კატა და მამალი თავიანთ პატრონებს გაუწყრებიან და საოცნებო ქალაქის, ბრემენისაკენ გაემგზავრებიან. ისინი მოხეტიალე ანსამბლს ჩამოაყალიბებენ და ტყის ყაჩაღებს საზრიანობით დაამარცხებენ.
,,ბრემენელი მუსიკოსები”საკმაოდ პოპულარული ზღაპარია. ქუთაისში სპექტაკლი რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა. მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორია ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა – ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე – მაია კვიმსაძე.
მონაწილეობენ:გელა ებანოიძე, ნანცო ცხვირაშვლი, გოჩა ნემსიწვერიძე, იოანე იმედაძე, მაგდა ჩიხლაძე, გიგა მიქაძე, აბელ სოსელია, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, ზაზა კილასონია, ნიკოლოზ ჯანგავაძე, ლელა ლომთაძე, კოტე რობაქიძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, გიორგი ქართველიშვილი.
მაყურებელი საპრემიერო წარმოდგენებს 19, 20 და 24 დეკემბერს 19:00 საათზე იხილავს.