ქუთაისში ნუმიზმატიკური ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე
იგეგმება არანაკლებ 30 000 ეგზემპლარის (მონეტა და ბონი მე-V საუკუნიდან დღემდე) გამოტანა. ასევე დაგეგმილია თემატური ლექციის ჩატარებაც.
ნუმიზმატიკური ნიმუშების გამოფენა 23 დეკემბერს,16:00 საათზე უნდა გაიმართოს. ღონისძიების მოსაწყობად ქუთაისის მერიამ 5 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” – არქივი
ამავე თემაზე:
70 წლის ნუმიზმატი, რომლის საკუთრებაში 50 000-ზე მეტი მონეტაა