ქუთაისელი რეჟისორის მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი
“ჰეკაბე” თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებული გახდა. ნამუშევარმა პრემია საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში მოიპოვა.
“ჰეკაბე” ასევე წარდგენილი იყო კატეგორიებში: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა” და საუკეთესო მუსიკა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა.
წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი