,,ომის დღიურები” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ჟურნალისტმა
ლია ხარაბაძემ გამოსცა. წიგნი აფხაზეთის ომის დროს ომში გაპარული გოგონას მოგონებებს შეიცავს. ეს გოგონა კი თავად ლია ხარაბაძეა. წიგნი დღიურის ჟანრისაა და სრულად ასახავს იმ ამბებს, რომელის მოწმეც თავად ჟურნალისტი გახდა. ,,ომის დღიურები” ლია ხარაბაძის პირველი წიგნია და მან ის მშობლების ხსოვნას მიუძღვნა.
,,ომის დღიურების” წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე ქუთაისში რამდენიმე თვეში იქნება, თუმცა მანამდე წიგნის წარდგენა რადიო ,,ძველი ქალაქის” ეთერში მოხდა.