10 აგვისტოს ზეკარობის დღესასწაული გაიმართება.
ჩატარდება დოღი, კულტურულ-სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-ბენარას საავტომობილო გზის 69-ე კილომეტრზე, 11:00 საათიდან გაიმართება.
სახალხო დღესასწაული ამ სახელწოდებით რამდენიმე წელია, რაც იმართება და იგი 2015 წელს ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ძალისხმევით აღდგენილი “მწყემსის დღის” ახლებური გაგრძელებაა.