ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, “ქართული ოცნების”
კანდიდატმა გაიმარჯვა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებისთვის 2 უბანი იყო გახსნილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ორივე უბნის შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ნუგზარ ფერაძემ ამომრჩეველთა ხმების 69,71 % მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი მხარი – 29,84 %-მა დაუჭირა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ზესტაფონის მერის არჩევნებშიც “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საკუთარი არჩევანი 25 857-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგისტრირებული ამომრჩევლის 47%-ია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარი შევიდა. თუმცა აცხადებენ, რომ საჩივრები შედეგებეზე გავლენას ვერ მოახდენს.