ცესკოს პირველადი შედეგებით, ჭიათურაში, მერის რიგგარეშე
არჩევნებში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 64,37 პროცენტი მოაგროვა. დანარჩენი კანდიდატების მონაცემები ასეთია: №42 ზურაბ კუპატაძე 18,1%, №43 დავით ჭუმბურიძე 14,36%.
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის განცხადებით, არცერთ უაბზე საჩივარი არ დაწერილა და სალოქოში საჩივრები არ შესულა.
მისივე ინფორმაციით, არჩვენებში მონაწილეობა 18 ათას 558-მა მოქალაქემ მიიღო.
ჭიათურაში მერის არჩვენები მაღაროელთა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.