ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ ავიამიმართულებას ამატებს.

კრაკოვი – ქუთაისი – კრაკოვის მიმართულებით მგზავრებს ფრენა 18 სექტემბრიდან შეეძლებათ. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

აეროპორტიდან ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *