“ქუთაისის მერია ამორტიზირებულ ავტომობილებს ყიდის,
თუმცა, უარს ვერ ამბობს ძვირადღირებულ ავტომანქანებზე,”-განცხადება ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია უკლებამ გააკეთა.
უკლებას განმარტებით, ქალაქის მერმა მერიის ავტოპარკიდან მის საკუთრებაში არსებული “ტოიოტა პრადო” გასაყიდად არ გაიტანა და პირად კომფორტზე უარი არ თქვა.
“ქუთაისის მერიამ მთლიანად ამორტიზირებული ავტომანქანები გასაყიდად გამოიტანა. საუბარია დაახლოებით 10-მდე ავტომანქანაზე. მთავარი ავტომობილი, რომელიც ქალაქის მერის საკუთრებაშია, “ტოიოტა პრადო”-ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანა, ვერ გაიმეტეს გასაყიდად ქუთაისის მერმა გააფუჭა ყველა სერიოზული პროექტი ქუთაისში და ამის შემდეგ, გიორგი ჭიღვარიას ყოფნის თავხედობა, უარი არ თქვას პირად კომფორტზე,”-განაცხადა გია უკლებამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ავტოპარკის ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლებით ბიუჯეტში თანხები დაიზოგება.
უმრავლესობაში განაცხადეს, რომ მერიას ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის სურვილი აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ არსებობს.