“ვფიქრობ, რომ სტენდების გახსნა ახალგაზრდებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. სტენდები საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, რომ ყველა სიახლეს გაეცნონ,”-განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
სტენდებზე განთავსებული ბროშურები, ანგარიშები და სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალები ეტაპობრივად განახლდება.