რატომ დატოვა თანამდებობა ქუთაისის მერიის კულტურისა
(ა)იპის ხელმძღვანელმა რევაზ თევდორაძემ? რაზე ისაუბრეს მან და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ვაჟა ჯუღელმა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რევაზ თედორაძემ თავად გადაწყვიტა. კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების უკვე ყოფილი უფროსი ახალი ხელძღვანელების შესახებაც საუბროს და ამბობს, რომ მათ არც პატიული დამსახურება აქვთ და ქალაქში კულტურული განვითარების სტრატეგიასაც აფერხებდნენ.
“როგორც თვითონ ვაჟა ჯუღელი აფიქსირებს,არავითარ ფიზიკურს ადგილი არ ჰქონია!რაც შეეხება სიტყვიერს მე მას რამოდენიმეჯერ შევახსენე,რომ 10:30-ზე გრაფიკით ა(ა)იპის ღონისძიება იწყებოდა და დროს ძალიან ნუ გადაამეტებდა რათა ხმებში კვეთა არ ყოფილიყო.საბოლოოდ ხუთი დღის შემდეგ მერთან საკითხის განხილვისას გარკვეული გარემოებების გამო მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება წასვლაზე,რომელიც დღეს სრულიად გართლდა გამომდინარე იქედან,რომ ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში,ერთად მუშაობის პერიოდში აფერხებდნენ ქუთაისში კულტურული განვითარების სტრატეგიას,დღეს ერთი ა(ა)იპის ხელმძღვანელად დაინიშნა(ვაჟა ჯუღელი)ხოლო მეორე(თამთა თურმანიძე)მერიაში განყოფილების უფროსად!
რაც შეეხება მათ პარტიულ დამსახურებებს 0-ი.
ასევე თამამად შემიძლია საუბარი შესაბამის განათლებასა და გამოცდილებებზეც!”- ამბობს რევაზ თედორაძე.
შეგახსნებთ, რევაზ თედორაძე ააიპის ხელმძღვანელად 2018 წლისიანვარში დაინიშნა. მანამდე ის “ქართული ოცნების” ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელი და 7 არჩევნების პერიოდში ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი იყო.