“გვირილობის” დღესასწაულზე ქალაქში საბავშვო სივრცე მოაწყვეს.
სხვადასხვა ატრაქციონებზე გართოობა ფალიაშვილის ქუჩაზე დღის ბოლომდეა შესაძლებელი.
“3 ბავშვთან ერთად ვარ. ძალინ გაერთნენ. კარგი ატრაქციონებია. რაც ვნახეთ ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. მთელ ქალაქს ვულოცავ “გვირილობას”. აუცილებელია, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს”,- აღნიშნა მარი ბალასანიძემ.
ქუთაისში “გვირილობის” აღნიშვნა დღეს გალა კონცერტით დასრულდება. ღინისძიებები 3 მაისაცაა დაგეგმილი.