“გვირილობასთან” დაკავშირებით, ქუთაისში,
პირველი სკოლის წინ წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენაზე სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების წიგნების დათვალიერება და შეძენაა შესაძლებელი. წარმოდგენილია 15-მდე საგამომცემლო კომპანიის, მათ შორის “ინტელექტი”-ს, “არტანუჯის”, “არეტეს”, “აზრის”, საბავშვო გამოცემის “ზებრა ჯგუფი”” წიგნები.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ქუთაისში წიგნების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
“წიგნების გამოფენა-გაყიდვას არა მხოლოდ ქუთაისობის დღესასწაულზე, არამედ სხვა დღეებშიც ვაწყობთ. ქუთაისის მოსახლეობა ერთ-ერთი გამორჩეულია წიგნის ინტერესის მხრივ. ყოველთვის განსაკუთრებული აქტიურობა მოჰყვება ნებისმიერი წიგნის გამოტანას გამოფენებზე ამ ქალაქში,”- განაცხადა წიგნების გამავრცელებელი კომპანიის “ირიათონი” გაყიდვების მენეჯერმა თაკო მარკაულმა.
გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორია წიგნების გამომცემელთა და გამვრცელებელთა ასოციაცია ქუთაისის მერიის ხელშეწყობით.
წიგნების გამოფენა-გაყიდვა პირველის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 საათამდე გაგრძელდება.