“ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში” ქუთაისში
ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე საუბრობენ. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გასულ წელს ქალაქის მერიის მიერ ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვის შესახებ ისაუბრეს. გიგა შუშანიას განცხადებით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ქუთაისის მერიას არცერთი ხე არ დაურგავს.
“ქუთაისის საკრებულოში მერიის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შემოვიდა. მას ხელს მერი, გიორგი ჭიღვარია აწერს. ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის მერიამ 2017 წელს 2037 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა. ასევე აქვე წერია, რომ მათ არცერთი ძირი ხე არ დაურგავთ. მაშინ, როცა გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის მიხედვით, ქუთაისში ჰაერი დაბინძურებულია და ნადგურდება სკვერები, აუცილებელია სასწრაფოდ აღდგეს ის საფარი, სადაც ხეები უკანონოდ მოჭრეს და დაიწყოს ხეების მასიური დარგვა, რათა თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიური კატასტროფა”,- განაცხადა გიგა შუშანიამ.