“ტურისტების რაოდენობა გასული
წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით წელს გაზრდილია, რაც ძალიან კარგია,”-აღნიშნულის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ გააკეთა.
შენგელიას განცხადებით, ტურიზმის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევა უახლოესი წლების განმავლობაში ფოკუსირებული იქნება ორ მთავარ მიმართულებაზე.
“უნდა მოვიზიდოთ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ტურისტი და მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ნებისმიერი ადამიანის მოგზაურობა ქალაქში სასიამოვნო და კომფორტული იყოს მისთვის,”-განაცხადა შენგელიამ.