“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის ბიუჯეტში
ცვლილების შეტანისას ქალაქის გამწვანებისათვის თანხის დამატებას ითხოვს. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გიგა შუშანიას განცხადებით, ამ თანხით ტერიტორიებზე უნებართვოდ მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეები უნდა დაირგოს.
“ქუთაისი, შესაძლოა, ძალიან მალე დაგდეს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ჰაერის დაბინძურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე მოქმედებს. იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა. უნდა მოხდეს შესწავლა და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ გასცეს ხეების მოჭრის ნებართვა”,- განაცხადა გიგა შუშანიამ.
მან იმ სკვერების ფოტოები წარმოადგინა, სადაც ხეები გაიჩეხა.
შეგახსენებთ,გასულ წელს ქუთაისში სულ 2037 ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა.