“გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ განათლების სამინისტროდან დიდი
ხნის დაგვიანებით მივიღეთ პასუხი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხარჯების შესახებ, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ამ ჭაობისა და ბაყაყების შესანახად ბიუჯეტიდან წელს გამოყოფილია 1 მილიონ 118 ათასი ლარი. რექტორს ნამდვილად ჰყავს აპარატი და თანამშრომლები. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ იფლანგება ბიუჯეტიდან მილიონები ჭაობის შენახვაზე, მაშინ როდესაც ერთი აგურიც კი არ დადებულა მშენებლობისთვის,”-აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.
განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტისათვის ათი ათასი ლარი გამოიყო. 2018 წელს კი მილიონ ას თვრამეტი ათასი ლარი. დოკუმენტისვე თანახმად, თანამდებობრივი სარგოები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით -2500 ლარი;
ბუღალტერი – 1000 ლარი;
შესყიდვების თანამშრომელი – 1000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორატისთვის თანხების არამიზნობრივ ხარჯვა გუშინ გააპროტესტეს.