ქუთაისის მერიის შენობაში
ყოფილი კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სამუშაო ოთახის გარემონტება იგეგმება.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ამჟამად აღნიშნული ოთახი ამორტიზირებული და დაზიანებულია.
ქუთაისის ბიუჯეტიდან ყოფილი კულტურის სამსახურის სამუშაო ოთახის რემონტისათვის 20 000 ლარი გამოიყო.
მერიის ინფორმაციით, ოთახის ათვისება შემდგომში საჭიროებისამებრ მოხდება.