თიბისი გალერეაში ქუთაისელი შემოქმედი
ქალების გამოფენა „Femina Creator“ გაიხსნა. გამოფენის მიზანს წარმოადგენს წარმოაჩინოს ქალი არა მხოლოდ, როგორც შემოქმედებითი პროცესის პასიური მონაწილე, რომელსაც ძირითადად მუზის ფუნქცია აკისრია, არამედ, როგორც თავად აქტიური შემოქმედი.
„Femina Creator“ – გამოფენის შემთხვევითი სახელი არ არის, რადგან ქალი შემქომედებითი პროცესის პასიური მონაწილე არ არის, რომელსაც მხოლოდ მუზის ფუნქცია აკისრია, არამედ თავადაც ქმნის საინტერესო შედევრებს.
გამოფენაში მონაწილეობენ: ირმა კუხიანიძე (ფერწერა), ლია უკლება (ფერწერა), ქრისტინე რობაქიძე (ფერწერა), ნატო იმედაშვილი (ფერწერა), ნათია მაღლაკელიძე (ვიტრაჟი, მხატვრული მინა), ნათია აფხაიძე (ფოტოგრაფია), ეკა აბულაძე (დიზაინი).
გაზაფხული სიცოცხლეტან, ყველაფერ კარგთან ასოცირდება. ჩვენს დედებს ყველკაფერი ძვირფასი ჰქონოდეთ. ვღებულობ ამ გამოფენაშ მონაწილეობას. წარმოდგენილია ჩემი ნამუშევრები. ძირითადად ქალებს ვხატავ, არ ვიცი რატომ , მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა”- აღნიშნა მხატვარმა ირმა კუხიანიძემ.
დედის დღეს ქალბატონესბ ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ულოცავს: “ყველას ვულოცავ დედის დღეს. ეს დღე განსაკუთრებულია ჩემთვის პირადად და ბევრ სიხარულს ვუსურვებ დედებს. ეს ღონისძიება ჩვენი მხირდან ამ დღის გალამაზება. გამოფენა გულისხმობს ქალთა შემოქმედების წარმოჩენას”,- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.