გიგი უგულავა ვანისა და ხონის
მაჟორიტარობისატის იბრძოლებს. ამის შესახებ ცნობილი “ევროპული საქართველოს” მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე გახდა ცნობილი.
“ხონსა და ვანს აქვს შანსი, ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შემოაბრუნოს”, – განაცხადა ყრილობაზე გიგი უგულავამ.
“საქართველო იქნება ევროპული, თავისუფალი და ღირსეული მოქალაქეების მიერ შექმნილი ქვეყანა! ხონისა და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ!,”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს და კანიდატს, პარტიაში ამაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ.
“ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა კონცენტრირება ხონისა და ვანის არჩევნებზე”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.