აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ამერიკელი ეთნოგრაფისა

 

და ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორი აშშ საქართველოში. ედუარდ კურსტისის ნამუშევრების ნახვა ქუთაისის გარდა 9 ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორის თბილსში აბრეშუმის მუზეუმში.

“გამოფენა მიმდინარეობს დაახლოებით 2 კვირაა. ფოტოები გახლავთ 1900-იანი წლებიდან. ედუარდ კურტისი მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში და 30 წლის მანძილზე იღებდა იმ ინდიელ ტომებს, რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ. მან მოხერხა დაეტოვებინა ამერიკისათვის და მსოფლიოსთვის შემოენახა უნიკალური კადრები, რომლებზეც ჩრდილოელ ამერიკელი ინდიელებია გამოსახული”,- განაცხადა ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ინგა ივანეიშვილმა.

გამოფენის დათვალიერება წერეთლის უნივერსიტეტში დღის ბოლომდეა შესაძლებელი, შემდეგ კი ედუარდ კურტისის ნამუშევრები ქუთაისის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმში გადაინაცვლებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *