ქუთაისში, ვასილ ამაშუკელის ქალაქში,
დღეს ვერ ნახავთ ადილს, სადაც ფილმის დიდ ეკრანზე ნახვაა შესაძლებელი.
კინოთეატრები, რომლებიც ერთ დროს ფუნქციონირებდნენ აღარ არსებობენ. მათ სივრცეში ადილი სხვა დატვირთვის შენობებმა დაიკავა.
კინო “ქუთაისის” შენობაში, რომელიც ბალახვანში ფუნქციონირებდა საბჭოთა კავშირის დროს, ახლა ფოლკლორის სასახლეა განთავსებული.
კინო “გამარჯვების” ადგილას” ეკლესიაა, ხოლო საფიჩხიაზე მდებარე შენობაში დღეს ნიღბების თეატრი ფუნქციონირებს.
კინო “სულიკოს” შენობაში ახალგაზრდული ცენტრა განთავსებული.
ტანსამლის მაღაზიაა გახსნილი “რადიუმის” შენობაში, შემორჩენილია “მონპ ლაზირის” თაღი.
კინო “საქართველო” გახსნის მოლოდინშია. (შენობის ნაწილში ტანსაცმლის მაღაზია ფუნქციონირებს)
ქალაქში უკინოობას წელიწადში ერთხელ გამართული ღია კონოჩვენებები ავსებს. პროექტის იდეის ავტორი კინომცოდნე თამთა თურმანიძეა.