133-ე სეზონს მესხიშვილის თეატრი
სეზონს დღეს პრემიერით გახსნის. მაყურებელი დავით კლდიაშვილის “უბედურებას” იხილავს. რეჟისორია გიორგი სიხარულიძე.
“სეზონის გახსნა ზეიმია, მაგრამ ორმაგი ზეიმი გვაქვს, რადგან პრემიერით ვხსნით სეზონს. ამ დღიდან მოყოლებული მთელი ოქტომბერი გიორგობის თვეა – ასე დავარქვი, რადგან დაკავშირებულია გიორგი სიხარულიძესთან. 8 ოქტომბერს არის პრემიერა ბათუმში ჩვენი და ბათუმის თეატრის კორპროდუქციის. 10 ან 11 ოქტომბერს ქუთაიშიც იქნება პრემიერა. 2 ოქტომბერს გვაქვს გასტროლი საერთაშორსიო ფეტივალზე თბილისში, სადაც ასევე გიორგი სიხარულიძის “რევიზორით” წარვსდგებით. 14 ოქტომბერს, ახალციხეში, ქართული დრმატაურგიის ფესტივალზეც გიორგი სიახრულიძის სპექტაკლით წარვსდგებით “ბულბულის ნისკარტი”,- განაცხადა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.