ქუთაისში ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში,
7 აპრილს, 16:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო დოკუმენტური სპექტაკლი “შვიდი”.
სპექტაკლი 25 ნოემბერს უკვე აჩვენეს თბილისში, “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ორგანიზებით, შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
მაკა ჩიჩუამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ გურჩიანმა, ნინა სუბლატმა, ნანა ექვთიმიშვილმა, ანა გოგუაძემ და ნესტან ნენე კვინიკაძემ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი შვიდი ქალის ისტორია წაიკითხეს.
სპექტაკლის რეჟისორია სალომე ჯაში, ხოლო პიესის მთარგმნელი თამთა მელაშვილი. „შვიდის“ მიზანი ქალების გაძლიერებაა, მათთვის სტიმულის მიცემა, ხმა აიმაღლონ და თამამად იბრძოლონ გენდერული ნიშნით ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ.