ანზორ ხერხაძეს აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა.
პრემია გუშინ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობს საიუბილეო საღამოზე საქართველოს თეატრალური საზოგადოების თამჯდომარემ გოგი ქავთარაძემ გადასცა. აღსანიშნავია ის, რომ აკაკი ხორავას პრემიით აქამდე მხოლოდ ორი მსახიობი იყო დაჯილდოვებული ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე.
“საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმი ქართული თეატრალური საზოგადოების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის აჯილდოვებს ანზორ ხერხაძეს. საქართველოში ამ პრემიის ლაურეატი იყო აწ განსვენებული, ყველასათვის საყვარელი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი, მეორე პრემია გადაეცა თენგიზ არჩვაძეს და მესამეა ანზორ ხერხაძე”, – განაცხადა თეატრალური საზოგადოების თამჯდომარემ გოგი ქავთარაძემ.
გუშინ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სახალხო არტისტის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც მას კულტურის მინისტრმა სამინისტროს უმაღლესი ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” გადასცა.
ფოტო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური