ქუთაისში ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში,
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი შვიდი ქალის ისტორიას ქუთაისელი შვიდი ქალი; მარიტა როხვაძე, თეა ადეიშვილი, ესმა ხეცურიანი, სალომე კუპატაშვილი, ლელა სებუა, ლია უკლება და ნინო თვალთვაძე წაიკითხავენ. „შვიდის“ მიზანია ქალების გაძლიერება, მათთვის სტიმულის მიცემა, ხმა აიმაღლონ და თამამად იბრძოლონ გენდერული ნიშნით ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ. დოკუმენტური სპექტაკლი, ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც პირველი ფემინისტური გაზეთის, “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ფესტივალი ქუთაიში, 5-7 აპრილს, “ქალთა ფონდი საქართველოში” ორგანიზებით გაიმართება.