პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა პოლიტიკურ პარტიებს
ადგილობრივი თვითმმარათველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება კახა კუკავამ ქუთაისში შეხვედრის დროს გააკეთა.
“ჩვენი ამოცანაა წინასაარჩევნო კამპანია ერთობლივად ვაწარმოოთ. სრულიად აშკარაა, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ და ხდება ამომრჩევლების ხელოვნური პოლარიზაცია. როგორც შევარდნაძემ 2003 წელს დასვა მიხეილ სააკაშვილი და ეს ყველას რევოლუცია ეგონა, სინამდვილეში სპექტაკლი იყო. ბათუმის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ზურგს უკან უნდათ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამ ყველაფერს შეიძლება მხოლოდ ეროვნული ძალა დაუპირისპირდეს, ამიტომ მოვუწოდებ არა საპარლამენტო ოპოზიციას დავჯდეთ ერთად და მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება.” განაცხადა კახა კუკავამ.