შეხვედრაზე განხილული იყო თემა: ” როგორი განათლების სისტემა გვაქვს დღეს და
რამ განაპირობა მისი დღევანდელობა?” საჯარო ლექციას მედია სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ.
“დღესდღეობით სკოლებში პრობლემა ის არის, რომ ხანდახან რაც აუცილებლობად წარმოგვიდგენია, საერთოდ არ არის ხოლმე აუცილებელი,ამიტომ გვიჭირს ხოლმე ახლის შექნმა. დღეს სკოლებში დამკვიდრებული ტენდენცია ნამდვილად შესაცვლელია შესაცვლელია”-განაცხადა სიმონ ჯანამშიამ.
“ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორის თქმით მათთვის ძალიან მნიშვნელოვანიამსგავსი შეხვედრები, რადგან ახალი აზრი ყოველთვის ხსნის ახალ სივრცეს აზროვნებაში.
“ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვბელოვანია, რადგან ახალი აზრი ყოველთვის ხსნის ახალ სივრცეს აზროვნებაში, გუშინ მოვისმინეთ განათლების რეფორმაზე ლექცია სიმონ ჯანაშიასგან, დღეს ველოდებით სალომე ასათიანს ინტერვიუს ჟანრის შესახებ, მსგავსი შეხვედრების მიზანია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ახალი თვალსაწიერის გახსნა უშუალოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის,”-განაცხადა ბატალი პატარიძემ.
ასევე დღეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლა, ჟურნალისტ სალომე ასათიანს უმასპინძლებს. შეხვედრის თემა: “მედიის საკითხები იქნება”.