ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი რექტორი ლია ელიავა არის
, მან აღნიშნულ პოსტზე ლელა ქელბაქიანი ჩაანაცვლა. რადიო ” ძველ ქალაქთან” ლია ელიავა აცხადებს, რომ “ქუთაისის უნივერსიტეტის” რექტორობა მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
“რა თქმა უნდა როდესაც დავინიშნე ამ ადგილზე, გამაჩნდა ჩემი გეგმები თუ როგორ გავხადო ჩვენი უნივერსიტეტი კიდევ უფრო წარმატებული. ამისთვის ვაპირებ დროთა განმავლობაში დავამატო რამდენიმე ახალი სასწავლო პროგრამა და მოვიზიდო სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა და გავხადო “ქუთაისის უნივერსიტეტი” კონტაქტური და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის,”-განაცხადა ლია ელიავამ.
ლია ელიავა პროფესიით ეკონომისტია. მინიჭებული აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, გააჩნია აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება
ქუთაისის უნივერსიტეტს პირველი რექტორის გარდაცვალებიდან ანუ 2002 წლიდან “ქუთაისის უნივერსიტეტს” პროფესორი ლელა ქელბაქიანი ხემძღვანელობდა.