ქუთაისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
ვიცე-პოლკოვნიკ, გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ თავისი ჯარისკაცი მტრის ხელში არ უნდა ჩააგდოს.
“ვფიქრობთ, რომ გია ცერცვაძე არის ჩვენი სინდისი და ეს არის ჩვენი ღირსების საკითხი. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ღირსეული ერი და არა ქუცნაშვილები. პროტესტს ვუცხადებთ კოლაბორაციულ ხელისუფლებას. სახელმწიფოს ვალია დაიცვას თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე “, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, გია უკლებამ.