ქუთაისში, ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში არაორდინალური სპექტაკლის პრემიერა ჟურნალისტებისთვის შედგა.
სპექტაკლის არაორდინალურობა მისი სარდაფში დადგმით გამოიხატებოდა. როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ირინა გუბელაძე აცხადებს, სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნას მიეძღვნა.
“საკმაოდ არაორდინალური და კარგი სპექტაკლია. პირველად ვითამაშეთ ჩვენც ასეთ გარემოში და მაყურებელიც პირველად მოხვდა აქ. რეჟისორმა გადაწყვიტა სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნისთვის მიეძღვნა. ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა,”-განაცხადა გუბელაძემ
სპექტაკლი მესხიშვილის დრამატულ თეატრში გივი სარჩიმელიძის და გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით დაიდგა.