წყალტუბოში საახალწლოდ
ნაძვის ხე გაანათეს. გუშინ თანაქალაქელებს დამდეგი ახალი წლისა და შობის დღესასწაული მიულოცა გამგებლის მოადგილემ რევაზ მესხმა. ტრადიციულად ანსამბლ ,,ნადურის” წევრებმა ,,მრავალჟამიერი” შეასრულეს. წყალტუბოში 1 იანვარს საახალწლო სპექტაკლი ,,ჭინჭრაქა” გაიმართება.