არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჰერა XXI” რეპროდუქციულ
ჯანმრთელობასა და უფლებებზე ტრენინგი გამართა. მათ დაინტერესებულ პირებს რეპროდუქციულ ჯამრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა სელქეციურ აბორტსა და ნაადრევ ქორწინებაზე.
ტრენინგის თემატიკა იყო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. რატომაა ეს უფლებები მნიშვნელოვანი ადამიანისთვის? რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში? მოხალისეობა და მისი დადებითი მხარეები, სამოქალაქო ჩართულობა და სოციალური ცვლილებები.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება ახალგაზრდებს გააცნო ჰედვიგ ბერნტელმა.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ასამაღლებელია და მათ ჯანმრთელობას მანამდე უნდა მიაქციონ ყურადღება ვიდრე მძიმე ხასიათს მიიღებს” – განაცხადა ნინო ცქიფურიშვილმა, რომელიც ახალგაზრდებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ესაუბრა.
ტრენინგზე დამსწრე ახლგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას აუცილებლად უნდა ჰქონდეთ: “ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, საქართველოში ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები, რასაც შემდეგ მოჰყვება პრობლემები როგორც ფინანსური, ისე ჯანმრთელობის მხრივ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ბიჭ შვილს ანიჭებენ უპირატეობას, რაც საკმაოდ მტკივნეული თემაა”, – განაცხადა ტრენინგის მონაწილე ლექსო ჩოგოვაძემ.