ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერას” ორგანიზებით,
შაბათს, 5 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ პარკში (ბულვარში) ჩატარდება აქცია ძუძუს კიბოს პრევენციისათვის, “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” მსოფლიო მოძრაობის ფარგლებში. ქალბატონებისათვის 40–დან 70 წლამდე ჩატარდება უფასო მამოგრაფიული კვლევა. საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბო, რომელიც განკურნებადია მისი დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება აღნიშნული დაავადების აღმოფხვრი ხელშემწყობი სახელმწიფო და სხვა სერვისების შესახებ. მარათონის პარალელურად მოეწყობა თემატური ნახატების გამოფენა, ყვავილების ბაზრობა და კონცერტი. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰერა” საქართველოში 2005 წლიდან, ყოველწლიურად მართავს მარათონს “სიცოცხლის გადასარჩენად”, რომელსაც მხარს უჭერს სუზენ კომენის ფონდი (აშშ) და ქუთაისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერა”.