ცენტრის გახსნას იმერეთში სახელმწიფო
რწმუნებული – გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე -პაატა ნადირაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე -ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ყველა ტიპის, როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ მომსახურებას მიიღებს. ცენტრში 14 საწოლია განთავსებული, აქედან 3 სარეანიმაციოა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ.
აღნიშნული სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულებამდე ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები მოქმედებდა და შეუძლებელი იყო სრული სამედიცინო დახმარების გაწევა. სამედიცინო ცენტრში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.