როგორც # 59-ე საოლო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა მედიასთან განაცხადა,
ქუთაისში მე-2 ტურში ამომრჩეველთა ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა, რასაც ოსეფაიშვილი მხოლოდ ორი პარტიის მონაწილეობით ხსნის. “არჩევნებში მონაწილეობა 50 ათას 222 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის, 31,06%-ია. დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის დარღვევა და ყველა მათგანს განიხილავს საარჩევნო კომისია.”-აღნიშნა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
თუ რომელმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს არჩევნებში, ეს გამთენიისას გახდება ცნობილი.