სამმეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი
“თაობათა დიალოგი” #48-ე ოლქში რამდენიმე უბანზე არჩვენების მიმდინარეობას აკვირდება. აქვე გთავაზობთ რამდენიმე უბნის შედარებით მონაცემებს, რომელიც “თაობათა დილოგმა” მოამზადა.
* 117- უბანზე 15:00 სათიდან 17:00 საათამდე 7 ამომრჩეველი მივიდა პოზიციის დასაფიქსირებლად.
* 118 – ე უბანზე აქტივობა 2 საათის განმავლობაში 46-ით გაიზარდა.
* 52-ე უბანზე 21-თი ამომრჩეველმა დააფიქსირა პოზიცია.
* 42-ე უბანზე კი შედარებით კარგი მდგომარეობა იყო აქტივობის კუთხით – 76-მა მისცა ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს.
17:00 სათის მონაცემებით 8 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით ქუთაისში, მეორე ტურში 12 694 – ით ნაკლებმა ამომრჩეველმა დააფიქსირა პოზიცია.
“რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობის პროცესს – მშვიდად მიმდინარეობს, ექსესებისა და პროცედურული დარღვევების გარეშე”,- აღნიშნა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.