“შეუზღუდავ შესაძლებლობათა სამყარო” – ღონისძების ორგანიზებისთვის
ტენდერი გამოცხადდა. ქუთაისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებითი საღამოს მოსაწყობად 10`000 ლარიან ტენდრს აცხადებს. ტენდერში გამარჯვებულს კულტურული ღონისძიების ორგანიზება ევალება. ტენდერი 24 ოქტომბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 10 ნოემბერს დაიწყება. ღონისძების ორგანიზება გამარჯვებულმა კომპანიამ 2016 წლის 3 დეკემბერს უნდა უზრუნველყოს.