“მირჩვენია დაპყრობილი ქვეყანა დამპყრობელს”,
“მირჩვენია საკუთარი თავი ადამანზე შეყვარებული საკუთარ თავს კაცობრიობაზე შეყვარებულს”, “მირჩვენია დედამიწა სამოქალაქო ტანსაცმელში”… პოლონელი პოეტის, ვისლავა შიმბროსკას ამ სტროფების წაკითხვა თუ მოგინდებათ, აცულებლად იპოვით მას ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 50 ნომერთან. “ლექსი კედელზე” – ამ პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, კიდევ ერთი კედელი გაფორმდა. კედელზე ლექსი კალიგრაფმა ფიქრია ჭაბუკიანმა გადაიტანა. პროექტის ხელმძღვანელის, შალვა კამლაძს თქმით, ქუთაისის ქუჩებს მომავალში გერმანელი პოეტის ლექსიც შეემატება.
“ამ პროექტით, სთრით არტის მეშვეობით საზოგადოებას, ლიტერატურის მოყვარულებს ექნებათ საშუალება გაეცნონ პოეტებს და ვფიქრობს, რომ დააინტერესებთ ამ პოეტის გაცნობა. გასულ წელს გამოიცა წინგინს თარგმანიც. თავად პოეტს მოგზაურობა არ უყვარდა, თუმცა თარგამნები იძლევა საშულებას მას მსოფლიო ხალხები გაეცნონ. უახლოეს პერიოდში, ალბათ, გერმანული პოეზიის კედელსაც გავხსნით”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა შალვა კამლაძემ.
მისივე თქმით, “ლექსები კედელზე” განთავსდება ინტერნეტში ფოტო და ვიოდეო მასალები და ტურისტებს საშუალება ექნებათ მობილური აპლიკაციით ქალაქში შემოსვლითანავე გაიგოს, რომელ ქუჩაზე რომელი პოეტის ლექსია განთავსებული.