4 ოქტომბერს, ქუთაისში, გალერა “ვარლა”, ირმა კუხიანიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრები.
ირმა კუხიანიძე მონაწილეობს ყოველწლიურ გამოფენებში ქუთაიში. არის სამი პერსონალური გამოფენის ავტორი. ზაფხულში მისი ნამუშევრები ბათუმის საგამოფენო სივრცეში იხილა დამთვალიერებელმა. მიმდინარე წლის სექტემბერში, მხატვარის ნამუშევრები წარდგენილი იყო იტალიის ქალაქ ჩეკანოში გამართულ გამოფენაზე.
ირმა კუხიანიძის ნამუშევრები სხვადასხვა სტილშია შესრუელბული და განსაკუთრებულია მისი ფერებისა და ტექნიკისადმი დამოკიდებულება.
გამოფენა “ვარლაში” სამშაბათს, 16 საათზე გაიხსნება და ორ კვირას გასტანს.