ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, # 14 -ში იოსებ ოცხელის მემორიალური დაფა გახსნეს.
1865 წელს აქ დაიბადა და 1897 წლამდე ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ოცხელი. მან დასავლეთ საქართველოში პირველი სათავადაზნაურო გიმნაზია დააფუძნა და იყო მისი დირექტორი. ამასთან მემორიალურ დაფაზე დატანილია ინფორმაცია მის შთამომავალზე, რესპუბლიკის კულტურის დამსახურებულ მუშაკზე, საოპერო მომღერალზე სოსო ოცხელზე, რომელიც აღნიშნულ სახლში 1932- 1993 წლებში ცხოვრობდა.
მემორიალური დაფის გახსნაში მონაწილეობა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიიღეს. მემორიალური დაფის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, ოცხელების შთამომავლები და მეორე საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.