“თეთრი ხიდის შემოდგომა” ასე ჰქვია ღონისძებას, რომელიც დღეს ქუთაისში, თეთრ ხიდზე გაიმართა.
“მომავლის საერთაშორისო ფონდიმა” 12 საათიდან ხიდზე სახალხო დღესასწაული მოაწყო. სახალხო სეირნობა, ყვავილების ფესტივალი, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და ა.შ.
“სახელწოდება “თეთრი ხიდის შემოდგომა” შევარჩიეთ იმიტომ , რომ ეს ცენტრალური და მნიშვნელოვანი ადგილია ქალაქში. ჩვენი ორგანიზაცია გვინდა იყოს ხიდი ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის და პირიქით. გვინდა. დილიდან დავიწყეთ სხვადასხვა გამოფენების მოწყობა. საღამო დასრულდება გრანდიოზული კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ – ცნობილი პოეტები, მსახიობები და ესტრადის ვარსკვლავები”, – განაცხადა “მამავლის ფონდის” წარმომადგენელმა ლიკა გენელიძემ.
ფონდი მსგავსი ღონისძების გამართვას კიდევ გეგმავს: “თეთრი ხიდის ზამთრის”, “თეთრი ხიდის ზაფხულის” და ა.შ. სახელწოდებით.