პაატა ბურჭულაძის ირგვლივ სამი პოლიტიკური პარტია
ერთ თვეზე მეტია რაც გაერთიანდა. ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი, საარჩევნო ბლოკს აგვისტოში შეუერთდა. “ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის მთელი საქართველო. ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, შევცვლით მათ მომავალს.” ასე განაცხადა მაშინ საარჩევნო ბლოკის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ. ბურჭულაძის პარტიისა და “გირჩის” პოლიტიკური ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. საარჩევნო ბლოკის წევრი, გუშინდელი დღიდან უკვე აღარა არის “გირჩი”. პირველად, პოლიტიკურ განქორწინებაზე, საარჩევნო ბლოკის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა
“მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია. დამოუკიდბელი, ამას ხაზს ვუსვამ. ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით ან “ნაციონალური მოძრაობის” ან “ოცნების” სატელიტი. არცე ერთი მომწონს და არც მეორე. ჩვენ ვართ აბსოლიტურად დამოუკიდებელი პარტია. სწორედ ეს არის მიზერი, რომ მე მივიღე გადაწყეტილება, რომ “გირჩმა” დატოვოს ბლოკი. ეს არის ბიძნა ივანიშვილის დაფინანსებული. ამიტომ ჩვენ ივანიშვილისგან დაფინანსებას ვერ მივირებთ. ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დამოუკიდებლები და არა ვინმეს მხარე. მე მოვედი იმიტომ, რომ ვუშველო ქართველ ხალხს. ბიძინა ივანიშვილმა ამ 4 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი გაანადგურა. მე მისგან თანხას ვერ მივიღებ. ასევე მე ვერ მივიღებ თანხას მიხეილ სააკაშილისგან, რომელმაც ის ბოლო წლები ჩაატრა. ასე, რომ დღეს ეს არის მიზეზი”, – განაცხადა საარჩევნო ბლოკი”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გუშინ გადაცემა “არჩევანში”. ბრალდებებს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა. პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა,
რომ პაატა ბურჭულაძე აშანტაჟებდა. ჯაფარიძის თქმით, თუ “გირჩი” ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, ამ შემთხვევაში “გირჩის” წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული და ბლოკის სიიდან.
“პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს” კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი “ფეისბუქსტატუსები” დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ “გირჩი” ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში “გირჩის” წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, რომ დავრჩენილყავი სიაში. ჩემთვის ეს მიზანი არ ყოფილა, რომ მე გავულიყავი პარლამენტში. საქმე არის ძალიან მარტივ რაღაცასთან, შანტაჟთან. ადამიანი ითხოვდა ფულს და მაღალი ალბათობით, პირადი მოხმარებითვის სჭირდებოდა. მე განვაცხადე, რომ “გირჩი” გავა ბლოკიდან და არავინ არ დარჩება სიაში”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ბრალდება, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების” მხრიდან ფინანსდება, უსაფუძვლოა.
საარჩევნო ბლოკში რჩებიან ახალი მემარჯვენები. “ინტერპრესნიუსს” “მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.
განვითარებული მოვლენების გამო, რასაც პლათფორმიდან “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”, “გირჩის” გამოსვლას მოჰყვა, ქუთაისის მაჟორიტარობის კანიდიდატმა თემურ ცამციშვილმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა. რადიო “ძველი ქალაქი” მას პირადადაც გაესაუბრა. თემურ ცამჩიშვილმა განაცხადა, რომ მას შეეძლო გაეგრძელებინა ბრძოლა მაჟორიტარობისთვის, თუმცა, მისი მთავარი მიზანი პარლამენტარობა არ იყო: “ჩემთვის მაჟორიტარობა და პარლამენტარობა არ იყო მიზანი,სურვილი მაქვს ვიყო პოლიტიკაში და დავარწმუნო ხალხი, რომ პოლიტიკითაც შეიძლება კარგი საქმის კეთება და პოლიტიკა არ არის პირადი კეთილდღეობა. პოლიტიკა არის კარგი საშუალება სიკეთის საკეთებლად და ამას დავამტკიცებ. წინ 2017 წლის არჩევნებია. ჩვენ თავიდან განვაცხადეთ, რომ ეს ძალების გაერთიანება მოხერხებდა და მწარე რეალობას, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში რაღაცნაირად შეცვლიდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. გაერთიანება დატოვა პარტიამ, რომელსაც მე წარმოვადგენდი და შესაბამისად მეც აღარ ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას თემურ ცამციშვილმა.
წინასაარჩევნო მარათონში ტემპეტარურა ნელ-ნელა იმატებს. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევმნების წინა პერიოდი მუდმივი სიახლეებით და მოულოდნელობებით გამოირჩევა. საინტერესოა უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდიდან. არჩევნებამდე კი სულ რაღაც 9 დღეა დარჩენილი.