პარტია “ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების” ქუთაისის # 49-ე ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა

ლელა სებუამ, საარჩევნო პერიოდში დარღვევბზე და ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციაზე ისაუბრა. სებუას თქმით, მამაკაცი მაჟორიტარობის კანდიდატები, ქალ კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებენ .

“ჩვენ გვესმის პოლიტიკოსებისგან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან, რომ მხარს უჭერენ გენდერულ ბალანსს, ქალების როლს პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ხშირ შემთხვევაში ნეგატიურიც არის. ამის კარგი მაგალითია, ის რომ ჩემი ოპონენტები, რაღაც საკითხებზე ჩემს ნაცვლად ჩემს მეუღლეს ურეკავენ,”-აცხადებს ლელა სებუა.

ასევე ლელა სებუა აცხადებს, რომ პარტიებში შიდაპარტიული რესურსებიც არათანაბრად ნაწილდება მამაკაც და ქალ კანდიდატებზე და უმეტეს წილად აქცენტი მამაკაც კანდიდატებზე კეთდება.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ყველა კანდიდატი, რომელიც კენჭს იყრის 49-ე ოლქში, დებატებში გამოიწვია და მოუწოდა საჯაროდ გენდერული საკითხებთან დაკავშირებით საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *