პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში ტრანსპორტის განყოფილება უქმდება
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში ტრანსპორტის განყოფილება დამოუკიდებლად აღარ იარსებებს. ის ეკონომიკის განყოფილებასთან გაერთიანდება. განყოფილების ფუნქციები ახლადშექმნილ შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიასა" და გაერთიანებულ ეკონომიკის განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაზე გადანაწილდება. ასევე, უქმდება ტრანსპორტის განყოფილების უფროსის პოსტიც. რაც შეეხება განყოფილების თანამშრომლებს, ისინი მუშაობას გაერთიანებულ ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაში გააგრძელებენ.

საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს განიხილეს.

შეგახსენებთ, შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია" მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა დაანონსდა. მარტიდან ქალაქში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020